Saturday, July 31, 2010

ანტიქრისტე ქრისტე

შეიძლება გიყვარდეს ან არ გიყვარდეს ლარს ფონ ტრიერი, მაგრამ იმის უარყოფა შეუძლებელია, რომ ეს გიჟი დანიელი - კინოს უკანასკნელი მანიფესტის ფუძემდებელი და ავტორი - ექსპრესიული კინოს დოგმატია. ლარს ფონ ტრიერის ფილმი "ანტიქრისტე" არ მინახავს. მით უფრო დიდია მოლოდინი იმისა, რომ რეჟისორი რაღაც სიურპრიზს მიმზადებს:) ჩემს დას, ნანკას თუ დავუჯერებთ - ტრიერს ასეთი მძაფრი და "მრაჩნი" ფილმი არასოდეს გადაუღია. ტრიერი ადამიანის სკანდინავიური მისტიციზმის მიღმა კი კვლავ ტრიერი რეჟისორის ირონია იკითხება. მის "ანტიქრისტეში" მთავარ როლს ვილიამ დეფო ასრულებს, რომელმაც თავის დროზე მარტინ სკორსეზეს ფილმში "ქრისტეს უკანასკნელ ვნებაში" მაცხოვარი განასახიერა... ნახეთ ეს ხუთწუთიანი სცენა, რომელშიც ჰენდელი, ჩეჩილია ბარტოლი და ლარს ფონ ტრიერი სასწაულს ქმნიან.

1 comment:

  1. ძალიან ძლიერი პროლოგია..
    რომ ვნახე, რამდენიმე დღე მართლა სერიოზული გავლენის ქვეშ ვიყავი.
    მარტო ამ პროლოგის გამო ღირს ნახვა.. :)

    ReplyDelete